უწყებათშორისი სწავლება „კოლხიდა 2017“ დაიწყო

Monday February 6th, 2017

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოში სამოქალაქო-სამხედრო საგანგებო სიტუაციების (CMEP) ხუთდღიანი უწყებათაშორისო სწავლება „კოლხიდა 2017“ დაიწყო. ტრენინგი მიზნად ისახავს ბუნებრივი და ტექნოლოგიური კატასტროფის დროს უწყებათშორის კოორდინირებულ მოქმედებას, რესურსების ეფექტიანად გადანაწილებასა და კრიზისებზე რეაგირებას.
დღეს ეროვნულ გვარდიაში სწავლების პროცესი ოპერატიულ დონეზე განიხილეს, სადაც ტრენინგის მონაწილეები თავიანთ ფუნქცია-მოვალეობებს გაეცნენ. ეროვნულ გვარდიაში ოპერატიულ დონეზე სამხედრო მართვის ცენტრი ფუნქციონირებს, რომლის მთავარი ამოცანა ადამიანური რესურსებითა და საჭირო ტექნიკით კრიზისის ლოკალიზაციის მხარდაჭერაა. ხვალიდან კი, აქტიური ფაზა დაიწყება, რომლის განმავლობაშიც კრიზისზე რეაგირების გათამაშება მოხდება.
ტრენინგი სიმულაციური სცენარის მიხედვით წარიმართება. სტიქიური უბედურების ადგილად ქობულეთის ტერიტორიაა გამოცხადებული. სცენარის მიხედვით, მიწისძვრის შედეგად შენობები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობებია დაზიანებული. უწყებების ერთიანი მოქმედების შედეგად, უმოკლეს დროში უნდა მოხდეს დაზიანებების ლიკვიდირება და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კრიზისის ლოკალიზების მიზით გახსნილია სამი მართვის ცენტრი სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე – ეროვნულ გვარდიაში, შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზა თბილისის ზღვაზე და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში მიმდინარეობს.
„კოლხიდა 2017“-ს ორგანიზებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდია და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო უწევს. მასში ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებები და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ჯვარი“. სწავლების მხარდამჭერია აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია, აშშ-ის ევროპული სარდლობა და საინჟინრო კორპუსი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0