უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი და ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი განიხილა

25/12/2020

ლია ჟანგბადის მიწოდება. გარდა ამისა, ბევრ კლინიკურ სასტუმროს მართავენ კონკრეტული კლინიკები, რაც კიდევ უფრო უკეთ უზრუნველყოფს პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს. საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ შემზღუდავი ღონისძიებების ამოქმედების შემდეგ, დადებითი ტენდენცია შეინიშნება 112-შიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის (112) დირექტორის, გიორგი არსოშვილის ცნობით, მიმართვიანობა დაახლოებით 38%-ით არის შემცირებული როგორც სასწრაფო სამედიცინო ხასიათის გამოძახებებზე, ასევე კოვიდ-კონსულტაციებზე, ხოლო ასევე საშუალო დღიური მიმართვიანობა დაახლოებით 31%-ით შემცირდა. თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება არამიზნობრივი ზარები 112-ზე, რომელთა რაოდენობა თითქმის 30%-ია. ამიტომ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, 112 გამოიყენონ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც კონკრეტული დახმარება ესაჭიროებათ. საბჭოს სხდომაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს და ამ თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, როგორც ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური კუთხით. მათ შორის კომისია ინტენსიურად მუშაობს კრიტერიუმების დადგენაზე, პირველ რიგში რომელი ჯგუფები უნდა აიცრან. ამასთან, როგორც ცნობილია, გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს, რათა ქვეყანამ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს.
24 დეკემბრიდან შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქების პარალელურად, შრომის ინსპექცია, შესაბამის საზედამხედველო უწყებებთან ერთად, აქტიურ მონიტორინგს ახორციელებს როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო სავაჭრო ობიექტებზე, მათ შორის სავაჭრო ცენტრებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მხრიდან როგორც რიგების მართვა, ისე ყველა სხვა აუცილებელი რეკომენდაციის დაცვა ობიექტზე მომხმარებლის დაშვებისას. საქართველოს შრომის ინსპექციის, შემოსავლების სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურების ერთობლივი ძალისხმევით, გასული 24 საათის განმავლობაში ჯამში ზედამხედველობა განხორციელდა 670 ობიექტზე, მათ შორის საქართველოს მასშტაბით შემოწმდა 31 სავაჭრო ცენტრი, რომლებზეც გაიცა ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება; ასევე ზეპირსიტყვიერად გაფრთხილდა 619 ინდივიდუალური სავაჭრო ობიექტი; დეტალურად შემოწმდა 10 ობიექტი, თუმცა მათ საქმიანობაში დარღვევები არ გამოვლენილა.
2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კუთხით სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 554 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 101 ფიზიკური პირი დააჯარიმა, მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 453 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. გარდა ამისა, პოლიციამ თბილისში იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 2 კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააჯარიმა. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 218 724 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 196 220 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 2313 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 396 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 1542 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 5969 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0