სოფლის მეურნეობის სამინიტროში „ საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა. სამუშაო შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა სოფლის განვითარების 2017-2020 წწ. სტრატეგიის 2018-2020 წწ სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს. შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ ვრცლად ისაუბრა სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების შესახებ და ყურადღება სამ ძირითად პრიორიტეტზე – სოფლად გაუმჯობესებული ეკონომიკა, სოფლად სოციალური პირობებისა და ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესება და ბუნებრივი გარემოს ხელშეწყობა, გაამახვილა. როგორც ნოდარ კერესელიძემ განაცხადა, უწყებათაშორისი კომისიის მთავარ მიზანი სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგი და სოფლის განვითარებასთან დაკავშირებული პროცესების ზედამხედველობაა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 30 დეკემბერს დამტკიცა „საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგია და საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმა“, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის მთავარი უწყება სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაციის პროცესში. სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და მონიტორინგს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საშუალებით ახორციელებს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
24/07/2017