უცხოელი ფინანსისტები დღეს ბოლნისს სტუმრობდნენ

02/08/2016

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცია 2 აგვისტოდან 10 აგვისტომდე ისრაელისა და გერმანიის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსებს მასპინძლობს. საქართველოს უკეთ გაცნობის მიზნით დღეს დელეგაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტს ეწვია. შეხვედრა გამგეობის საკონფერენციო დარბაზში შედგა, რომელიც საბიუჯეტო გამოცდილების გაზიარებას, მუნიციპალიტეტებს შორის დამეგობრებას და პოტენციურ საინვესტიციო გარემოს შესწავლას ითვალისწინებდა. მასპინძლებმა სტუმრებს პროექტორის საშუალებით წარუდგინეს მუნიციპალიტეტის ისტორია, ღირსშესანიშნაობები და სამრეწველო პოტენციალი. საინფორმაციო შეხვედრის დასასრულს ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტუმრებს გერმანელი კოლონისტების მიერ აგებული ღვინის ქარხანა და ისტორიული ძეგლებიც დაათვალიერებინეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0