საქართველოს დევნილთა მინისტრის, სოზარ სუბარისთვის უცნობია, იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ სიაში. როგორც სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, პირადად მასთან ამის თაობაზე საუბარი არ ყოფილა.
„ვერაფერს გეტყვით, ამაზე პირადად ჩემთვის არ ყოფილა საუბარი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მანვე კომენტარი გააკეთა პარლამენტში წარდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით. როგორც სუბარმა აღნიშნა, დღევანდელ კოდექსშიც არაფერია ნათქვამი პრემიერის გადადგომის შესახებ, თუ ის კენჭს იყრის.
„თუმცა მინისტრებზე და პრეზიდენტზე მკაფიოდ წერია, რომ თუ ისინი კენჭისყრაში იღებენ მონაწილეობას, ისინი უნდა გადადგნენ. ახლა ხდება წარმოდგენილი ცვლილებების დაზუსტება და მეტი არაფერი. იქნება უფრო მკაფიო ფორმულირება, რომ არ გაჩნდეს ეჭვები და არ იყოს სპეკულაციების საგანი“, – განაცხადა სუბარმა.