უჩამბაში გუდნის წყალზე მოძრაობა აღდგენილია.გადაადგილება ყველა სახის ტრანსპორტითაა შესაძლებელი და მოსახლეობას შემოვლითი, ალტერნატიული გზებით მოძრაობა აღარ დასჭირდება.ორი დღის მანძილზე აღნიშნულ ტერირორიაზე ადგილობრივებთან ერთად ჰესების მშენებარე კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯიას” წარმომადგენლები, საგზაო დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამსახურის სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ.
სტიქიის შედეგად დამეწყრილ ტერიტორიაზე რამოდენიმეჯერ იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.პირველადი მონაცემებით, სტიქიამ მუნიციპალიტეტს 100 000 ლარზე მეტი ზარალი მიაყენა.ზუსტი მონაცემები თუ რა ოდენობის ზარალი მიაყენა წვიმამ და მეწყრულმა პროცესმა საგზაო ინფრასტრუქტურას ორშაბათს გახდება ცნობილი.
უჩამბაში გუდნის წყალზე მოძრაობა აღდგენილია
03/07/2016