უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია სოფელ ფოკაში გაიმართა

12/07/2016

ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში მორიგი სამედიცინო აქცია გაიმართა. უფასო პროფილაქტიკური კონსულტაცია, ადგილობრივებს „იმედის კლინიკის“ ექიმება გაუწიეს. აქციის მიმდინარეობას ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრო.
უფასო სამედიცინო გასინჯვების აქციის ფარგლებში, ადგილობრივებს კონსულტაცია გაუწია კლინიკის სხვადასხვა პროფილის ექიმმა. პაციენტებს ჩაუტარდათ ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები და დანიშნულების მიღების შემდეგ “ჰუმანითი ჯორჯიას” მიერ გამოყოფილი მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამედიცინო გასინჯვების აქცია პერმანენტულად იმართება და მთელ ქვეყანას მოიცავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0