6 ივლისს, ჯანმრთელობის სახლში, დილის 10 საათიდან პროფესორ გია ნემსაძის „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი“-ს ონკოქირურგები უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ.
აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს სხვადსახვა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომსახურება.
კონსულტაცია მოიცავს ყველა ონკოლოგიურ და არაონკოლოგიურ პათოლოგიებს:
ძუძუ და გინეკოლოგიური პათოლოგიები, ფარისებრი ჯირკვალი, კანისა და რბილი ქსოვილების წარმონაქმნი, მუცლის ღრუს ორგანოები, თავისა და კისრის მიდამოს წარმონაქმნები, უროლოგიური დაავადებები, კუჭისა და ხორხის დაავადებები.
უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ:
მამოლოგი: დ.ნემსაძე;
თორაკალური ქირურგი: ა. გაჩეჩილაძე;
ონკოქირურგი: გ. მენთეშაშვილი; გ.მეტივიშვილი;
უროლოგი: ბ.ხვედელიძე;
ენდოსკოპისტი: ზ. ჩხეიძე;
გინეკოლოგი: მ. გაბლიშვილი;
ენდოკრინოლოგი: მ. ნიშნიანიძე;
რადიოლოგი: ბ. ბურდული;
აქციის ფარგლებში,პაციენტს უფასო კონსულტაციის მიღება შეეძლება ჩამოთვლილი მიმართულებიდან ერთ სპეციალისტთან. აგრეთვე ექიმის დანიშნულების მიხედვით ჩატარდება ექოსკოპიური და ენდოსკოპიური კვლევა.
მისამართი: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ.N122, ჯანმრთელობის სახლი – ამბულატორიული ცენტრი.
გვახსოვდეთ, რომ ადრეული დიაგნოსტიკა და სწორად შერჩეული მკურნალობა საბოლოო გამოჯანმრთელების საწინდარია!
უფასო სამედიცინო აქცია ბოლნისის მოსახლეობისთვის
04/07/2019