კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის მერიისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ოფიციალურად გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, ანნა ჩერნიშოვამ და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა მოაწერეს ხელი. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება მიზანია
კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის, სეპარაციისა და გადამუშავების პროცესის გაუმჯობესება.
პროცესში ჩართულ მხარეებს წარმოადგენენ – მსოფლიო შეფუთვების ორგანიზაცია (WPO), მწარმოებლის ვალდებულების ორგანიზაცია (ჯორჯია ფლას), საქართველოს შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ორგანიზაცია( PMAG) და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია(WMA). აღნიშნული შეთანხმების თანახმად, კახეთის რეგიონში იგეგმება ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ოფიციალურად გაფორმდა
19/04/2023