რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პეტერ სიიარტოს და უნგრეთის ელჩს საქართველოში შანდორ საბოს შეხვდა.
ნოდარ ჯავახიშვილმა სტუმრებს სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მხარეებმა შეხვედრაზე, ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი საქართველოს ბაზრით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ უნგრული კომპანიები ნელ-ნელა ფეხს იკიდებენ ქართულ ბაზარზე და მზად არიან ინვესტიციების გასახორციელებლად. სტუმრები განსაკუთრებით წყალმომარაგების სფეროში გამოცხადებული და დაგეგმილი ტენდერებით დაინტერესდნენ.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცების სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს.
უნგრეთი საქართველოს წყალმომარაგების პროექტებით დაინტერესდა
28/07/2016