უმრავლესობით გამარჯვება არავის გარანტირებული არა აქვს

18/04/2016

უმრავლესობით გამარჯვება არავის გარანტირებული არა აქვს, – აგანაცხადა „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა. კახა შარტავა აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე საუბრობს და განმარტავს, რომ ”დღეს ისეთი ვითარებაა, არ არის აუცილებელი მსხვილი გაერთიანებების შექმნა და პოლიტიკური ველის მონოპოლიზება”.

„ამ ხნის განმავლობაში შიდაპარტიული საქმიანობით ვიყავი დაკავებული. უნდა გამოგიტყდეთ, რომ პოლიტიკური და სახელმწიფო საქმიანობა არასდროს მიზიდავდა. თავის დროზე შექმნილმა ვითარებამ განაპირობა, რომ ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკა არასოდეს გვაინტერესებდა, პროცესებში ჩავერთეთ. როგორც კი შესაძლებლობა გაჩნდა, რომ მაინცდამანც ჩემი საჭიროება არ იყო, გავერიდე-გავედი საჯარო პოლიტიკური სივრციდან და პარტიის ყრილობის გადაწყვეტილება რომ არა, არც ვაპირებდი დაბრუნებას. ასეთი რადიკალური ნაბიჯი სწორედ მორალურად არის გამართლებული. რაც შეიძლება დიდი ხნით დარჩენა თანამდებობებზე და ბოლოს წასვლა, გაუგებარი საქციელი იქნებოდა. პარტიის ამოცანაა, შედარებით მშვიდ გარემოში ერთხელ მაინც დამოუკიდებლად გამოსცადოს თავისი შესაძლებლობები. არის პოლიტიკური საკითხები, რომლებიც პარტიის წევრებს აწუხებთ და ფიქრობენ, რომ გადასაჭრელია. დღეს ისეთი ვითარებაა, არ არის აუცილებებლი მსხვილი გაერთიანებების შექმნა და პოლიტიკური ველის მონოპოლიზება. სავსებით შესაძლებელია მრავალპარტიული კონკურენციის არსებობა. ნათლად ჩანს, რომ უმრავლესობით გამარჯვება არავის გარანტირებული არ აქვს,“ – განაცხადა შარტავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0