უმაღლესი განათლება პროფესიული განათლება მეცნიერება უნგრეთთან თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

06/02/2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.

შეთანხმების თანახმად, უნგრეთის მხარე, უნგრეთში სწავლის გასაგრძელებლად სასწავლო სტიპენდიას წელიწადში 50 ქართველ სტუდენტს შესთავაზებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში, კერძოდ, მათემატიკასა და ბიოლოგიაში, ფსიქოლოგიაში, სოფლის მეურნეობის სფეროში, ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში, სოციალურ მეცნიერებებში, სამედიცინო სფეროში, კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვის მეცნიერებებში და სპორტისა და ხელოვნების სფეროებში.

თავის მხრივ, ქართული მხარე უნგრელ სტუდენტებს ყოველწლიურად შესთავაზებს სტიპენდიებს საქართველოში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ინგლისურ ენაზე სწავლის გასაგრძელებლად ან, საზაფხულო სკოლებსა თუ, კვლევებში მონაწილეობის მისაღებად.

დამყარდება პირდაპირი კონტაქტები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს შორის, განხორციელდება ერთობლივ სამეცნიერო კვლევები, კონფერენციები, ამოქმედდება ერთობლივი სასწავლო პროგრამები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0