უკეთესი იქნება თუ “ოკუპაციის შესახებ კანონს” საერთოდ გააუქმებენ

16/03/2016

გრიგორი კარასინის აზრით, კარგი იქნება თუ საქართველო “ოკუპაციის შესახებ კანონს” საერთოდ გააუქმებს. ამის შესახებ კარასინმა ქართველ ჟურნალისტებს პრაღაში განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, რუსი პარლამენტარები ფიქრობენ დაესწრონ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას, რომელიც საქართველოშია დაგეგმილი.

“წინ კიდევ გვაქვს დრო. მაგრამ ისევ მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები უნდა იყვნენ გარანტირებულად დაცულები ნებისმიერი გართულებებისგან, რომელიც უკავშირდება ე.წ. კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამის გამო უკვე დაზარალდა რამდენიმე ტურისტი. ჩვენ გვჭირდება მყარი გარანტიები და უფრო უკეთესი იქნება თუ ამ კანონს საერთოდ გააუქმებენ. ამ შემთხვევაში ჩვენი კონტაქტები უფრო გამარტივდება”, – განაცხადა კარასინმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0