სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე საპარლამენტო უმრავლესობას ჯერ ბიძინა ივანიშვილის „კურთხევა“ არ მიუღია. შეკითხვაზე, უნდა დაჩქარდეს თუ არა და ხელოვნურად ხომ არ აჭიანურებს საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრას, რატიანმა განაცხადა, რომ როგორც წესი, საპარლამენტო უმრავლესობას საკუთარი აზრი არ გააჩნია, ის ელოდება ბიძინა ივანიშვილის „კურთხევას“.
„ამიტომ ვიდრე მისგან კურთხევას არ მიიღებენ, ხშირად იქმნება უხერხული პაუზები“, – განაცხადა რატიანმა.
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უკვე მეორედ წარუდგინა.