ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია. აქტიურად მიმდინარეობს სასმელი წყლის 1000 ტონიანი რეზერვუარის მშენებლობა. რეზერვუარი რკინა-ბეტონის კონსტრუქციის იქნება, რომელიც სოფელ უდის მაცხოვრებლებს სუფთა სასმელი წყლით უზრუნველყოფს. პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება. სამუშაოების შესასრულებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან 199 706 ლარი გამოიყო. ნაპირსამაგრი სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს მდინარე ქვაბლიანის გასწვრივ. აღსანიშნავია, რომ ადიდებული მდინარე წლების განმავლობაში მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო ნათესებს. დამცავი გაბიონების მოწყობის შემდეგ კი აღნიშნული პრობლემა მოიხსნა. გარდა ამისა მოიხრეშა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელი გზები. გარე განათების ქსელი დამონტაჟდა სოფელ უდის შესასვლელში და ე.წ ,,ზაქორიების“ ქუჩაზე. ამასთან ერთად აღნიშნულ ქუჩაზე სასაფლაოსკენ ასასვლელი კიბე მოეწყო. სოფელ უდეში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტუქტურული პროექტები დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ იმედა მღებრიშვილმა ადგილზე მოინახულეს.
უდეში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
07/11/2016