შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა კუჭავასთან დაკავშირებით მას უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დაურღვევია.
როგორც არჩილ თალაკვაძემ “2030”-ში განაცხადა, უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის ვალდებულება ბრალდების მხარეს არ აქვს.
“უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის ვალდებულება ბრალდების მხარეს არ აქვს. პირიქით, ბრალდება ვალდებულია, რომ ბრალდება დაადასტურის და დაამტკიცოს. მხოლოდ იმის გამო, რომ ამ საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესი იყო, ჩვენ ვუპასუხეთ იმ შეკითხვებს, რაც დაისვა ჩვენს მიმართ”, – აღნიშნა თალაკვაძემ.
კითხვაზე, თვლის, რომ მან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დაარღვია, თალაკვაძემ უპასუხა, რომ რა თქმა უნდა ასე თვლის.
უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის ვალდებულება ბრალდების მხარეს არ აქვს
21/01/2016