უახლოეს პერიოდში ჩავკეტავთ საზღვარს თურქეთთან

Saturday July 16th, 2016

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე საგანგებო განცხადებას აკეთებს.

“ჩვენ ყურადღებით და შეშფოთებით ვაკვირდებით თურქეთში მიმდინარე მოვლენებს. საზღვრებზე გვაქვს გაძლიერებული კონტროლი. სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში ჩავკეტავთ ჩვენს საზღვარს თურქეთთან. ჯერჯერობით თურქეთის იმ ნაწილში, რომელიც ჩვენ გვესაზღვრება, არანაირი არეულობა არ შეიმჩნევა, ვფიქრობ, რომ სიტუაცია ჩვენს მხარეს კონტროლს ექვემდებარება და არანაირი რისკები არ არსებობს. ავიაკომპანიებმა შეაჩერეს ფრენები. გვქონდა ინფორმაცია ჩვენი თანამოქალაქებისგან, რომ აიყვანეს თვითმფრინავებში, უნდა გამოფრენილიყვნენ და ვერ გამოფრინდა. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურ კონტროლს ვახორციელებთ და გვაქვს ცხელი ხაზები გახსნილი როგორც სტამბოლში, ასევე თბილისში, უახლოეს პერიოდში, სამ საათზე შევიკრიბებით მე, შინაგან საქმეთა მინისტრი, უშიშროების სამსახურის უფროსი, ასევე საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ვნახოთ, მე მგონია, რომ ამ წუთას ჩვენს მხარეს არანაირი შეშფოთების საფუძველი არ გაგვაჩნია, თუმცა, რაც თურქეთში ხდება, ბუნებრივია, შეშფოთების საგანია. საზღვრებზე კონტროლი გაძლიერებულია, სავარაუდოდ, თურქეთთან საზღვრებს ჩავკეტავთ” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0