უახლოეს მომავალში დაგეგმილია წყალთაშუა-კაკასხიდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და დღეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ გოგსაძემ, შესაბამისი სამსახურის უფროსებთან და სამუშაო ჯგუფთან ერთად, გზის ის მონაკვეთები დეტალურად მოინახულა, რომლებზედაც სარემონტო სამუშაოების დაწყება, ამ ეტაპზევე შესაძლებელია.
გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა შ.პ.ს „ზეკარი 1990“ -ის მიერ დაწყებული ზეკარის მინერალური და წყაროს წყლების ჩამომსხმელი ქარხნის სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერა. სავარაუდოდ, ქარხნის ამუშავება აპრილის ბოლოს იგეგმება.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია წყალთაშუა-კაკასხიდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
27/02/2017