სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ადიგენის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაცია 30 000 ჰა ფართობზე განხორციელდა. საველე სამუშაოები დასრულებულია, რის შემდეგაც ტყის მართვის მრავალმიზნობრივი გამოყენების გეგმები მომზადდება. ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა სახელმწიფო რწმუნებულს სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილს, სლოვენიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს წარმომადგენელს, მოიცა კოპსეს განხორციელებული აქტივობები გააცნეს. შეხვედრას, რწმუნებულის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტს სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) სლოვენიური კომპანიის (Zavita) ჩართულობით ახორციელებს. სლოვენიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის (CMSR) მიერ პროექტისთვის 563 540 ევროა გამოყოფილი. პროექტი 2022 წლის ბოლოს დასრულდება.
2021 წელს, პროექტის ფარგლებში, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტყის ინვენტარიზაციის აღჭურვილობა შეიძინა, გადამზადდა 10 ახალგაზრდა მეტყევე-სპეციალისტი, რომლებიც ინვენტარიზაციის სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებულები. შეძენილია საველე აღჭურვილობა – ტყის სატვირთო, პიკაპის ტიპის ავტომანქანები, ექსკავატორი და ხის გამყოფი დანადგარი. პროექტის საბოლოო მიზანი ადიგენის მუნიციპალიტეტში მდგრადი ტყითსარგებობლის წინაპირობის შექმნაა, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ტყის მართვის მრავალმიზნობრივი გამოყენების გეგმები მომზადდება
09/06/2022