ტყიბულში მრჩეველთა საბჭომ მორიგი შეხვედრა გამართა

28/07/2016

„სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში,“ – ამ სახელწოდების პროექტი ხორციელდება ტყიბულის მუნიციპალიტეტში ჩეხური არაკომერციული ორგანიზაციის, „ადამიანი გაჭირვებაში,“ მიერ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ტყიბულში მრჩეველთა საბგჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე დაესწრო.
შეხვედრაზე PIN-ის (ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია “ადამიანი გაჭირვებაში”) დაკვეთით საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციალური საჭიროებების კვლევის შედეგების პრეზენტაცია მოეწყო. მრჩეველთა საბჭოს წევრებმა შეაფასეს კვლევის შედეგები და იმსჯელეს გამოკვეთილი პრობლემატური საკითხების გადაჭრის გზებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0