ტყიბული-ამბროლაურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

Thursday October 19th, 2023

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე, ტყიბული-ამბროლაურის დამაკავშირებელი 9 კმ-იანი მონაკვეთის (ნაქერალას უღელტეხილი) რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. აღნიშნული გზა ერთმანეთთან აკავშირებს იმერეთსა და რაჭას. გზა გადის რამდენიმე სოფელთან, სხვადასხვა ტურისტულ ობიექტთან და ეკლესია-მონასტრებთან. შესაბამისად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ტურიზმის განვითარებისთვის. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება გზის სავალ ნაწილს, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, მათ შორის, ახალი რკინა-ბეტონის მილები, გაბიონის კედლები, რკინა-ბეტონის კიუვეტები და სხვა. ასევე, გათვალისწინებულია მიერთებების, ადგილობრივი და მოსახლეობის ეზოში შესასვლელების და საგზაო ნიშნების მოწყობა. მოინიშნება გზის სავალი ნაწილიც. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარამდე ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0