ტყიბულის მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრებები და კონსულტაციები დასრულდა

17/02/2024

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრებები და კონსულტაციები დასრულდა. მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ჯვარისის, სოჩხეთისა და გურნის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას შეხვდნენ. პროგრამის ფარგლებში, ამჯერად დასახლების საერთო კრება გაიმართა სოფლებში: ოჯოლა, ლეყერეთი, ხორჩანა, ჯვარისა, ლაშია, სოჩხეთი, ძმუისი, წყნორი, გურნა, ციხია, ბობოთი, კითხიჯი, ნაძვა, კისორეთი, კორეეთი, ანტორია. ადგილობრივებმა პრიორიტეტულ მიმართულებად წყალმომარაგების, სოფლის შიდა გზების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება და გარე განათების მოწყობა გადაწყვიტეს. ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობის სხვა საჭიროებებსაც გაეცვნენ, რომელთა გადაჭრის გზები ადგილზე დაისახა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები ტყიბულის მუნიციპალიტეტის 47 სოფელში ჩატარდა და მოსახლეობის მიერ შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტები წლის ბოლომდე განხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0