ტურიზმი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს დარგი ეხმარება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას

21/09/2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მოადგილესთან ერთად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კუჭავამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი პროექტები:
მდინარე ორპირას კალაპოტისა და მიმდებარედ რეკრეაციული ზონის მოწყობა;
გორაბერეჟოულის ტყე-პარკის აღდგენა;
ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია;
სოფელ შუა ამაღლებაში შატოსთან მისასვლელი გზის მშენებლობა;
უდაბნოს მამათა მონასტერთან დამაკავშირებელი გზის და ადგილზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

“ტურიზმი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს დარგი ეხმარება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას. აღნიშნული პროექტები კი ამ ყველაფრისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ” – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე.

პროექტები ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის მხარდაჭერით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0