ტურიზმიდან ქვეყანაში 2-მილიარდ 100 მილიონი შემოდის

13/12/2016

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ტურიზმიდან ქვეყანაში 2-მილიარდ 100 მილიონი შემოდის და ეს სფერო 170 ათას ადამიანს ასაქმებს. ტურიზმთან დაკავშირებით განმარტებები ქუმსიშვილმა ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” სხდომაზე, დეპუტატ ადა მარშანიას პასუხად გააკეთა, რომელიც ფიქრობს, რომ ქვეყანაში არსებული გაუსაძლისი პირობების გათვალისწინებით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ქვეყნის პოპულარიზაცია-რეკლამირებისათვის 30 მილიონის ”ჩადება” ზედმეტია და სჯობს, ეს თანხა სხვა მიმართულებით დაიხარჯოს. მარშანიას საპასუხოდ ქუმსიშვილმა ოჯახთან ერთად სვანეთში გატებული დღები გაიხსენა.

”მოგიყვებით მარტივ მაგალითს. ვგიჟდები ამ მაგალითზე, რომელიც მე შემემთხვა. მიყვარს მარიამობის სვანეთში შეხვედრა. უშგულში არის მშვენიერი ეკლესია. ოჯახთან ერთად, შარშან ვიყავი უშგულში. იქ ყველა სახლს აწერია ”Guest house”-ი. გავჩერდით ერთ სახლში. ბევრნი ვიყავით, ძალიან მოვილხინეთ. დილით ბევშვებისათვის სუვერინების შეძენა მოვინდომე. ბრჭყვიალა ქვა – კაჟი, რომელიც მდინარეს მოაქვს, 20 ლარი ღირდა. 20 ლარის ღირს ხელით გამოთლილი პატარა სვანური კოშკი. მყავს სამი შვილი. ამოვიღე ჯიბიდან ფული, რომ მათთვის მეყიდა და ძალიან გამიხარდა: – როდესაც მე ქალბატობს 100 ლარიანი გავუწოდე, მან ჯიბიდან ამოიღო ბღუჯა. ქალბატონო ადა, ამოიღო ფულის ბღუჯა! ახლაც ტანში მაჟრიალებს. გეფიცებით, სიამოვნებისგან კინაღამ დავკოცნე ის ქალი. ეს არის ტურიზმის გავლით, ოღონდ ეს სხვანაირად არ კეთდება. ეს თავისით არ ხდება. როდესაც ჩვენ მიზნობრივ ბაზრებზე დავდივართ, როდესაც ჩვენ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ვატარებთ, მთელი ტურიზმი არის გათვლილი. ჩვენ ჩამოგვყავს წამყვანი ტელეკომპანიები, ვაკეთებინებთ გადაცემებს, ჩამოგვყავს ჟურნალისტები. ეს ბიუჯეტი თავიდან ბოლომდე არის გაწერილი”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0