ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელი (TEN-T) აღმოსავლეთ პარტნიორობის არეალზე უნდა გაფართოვდეს

01/09/2017

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in this site default language. You may click one of the links to switch the site language to another available language.

სატრანსპორტო და ენერგეტიკული სატრანზიტო დერეფნების განვითარება და ამ მიმართულებით «აღმოსავლეთ პარტნიორობის» ქვეყნებთან თანამშრომლობა მოექცა ვიშეგრადის ოთხეულის ერთიანი დეკლარაციის ფოკუსში.
2017 წლის 31 აგვისტოს გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია რომ V4-ისა და EaP შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს შესაძლო ერთობლივი ქმედებები, მიმართული ევროკავშირისა და ჩინეთის დამაკავშირებელი პლატფორმის ფარგლებში „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ ინიციატივას, ევროპის ურთიერთკავშირების ინიციატივებსა და სხვა რეგიონულ ინიციატივებს შორის ურთიერთკავშირის გააქტიურებისკენ.
მინისტრებმა აღნიშნეს რომ გადაწყვეტილება კომპლექსური „ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის“ (TEN-T) აღმოსავლეთ პარტნიორობის არეალზე გაფართოების შესახებ უახლოეს მომავალში უნდა ამოქმედდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0