ტრადიციული დღესასწაული ,,ჯიმშერობა’’ გაიმართა

31/05/2016

ლეგენდარული პილოტი – მფრინავი ჯიმშერ მაისურაძის მშობლიურ სოფელში ტრადიციული დღესასწაული ,,ჯიმშერობა’’ გაიმართა. სოფელ გიორგეთში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები მიმდინარეობდა, რომელსაც ადგილობრივებთან ერთად ჩამოსული სტუმრები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა დაესწრო. მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა გვირგვინით შეამკეს ეროვნული გმირის საფლავი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. მამის პროფესიას გაყოლილმა ჯიმი მაისურაძის ვაჟებმა, მამის საფლავი სიმბოლურად ვერტმფრენით მოინახულეს. ჯიმი მაისურაძე ავღანეთში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში იბრძოდა. 1992 წლის 26 დეკემბერს ქართველი სამხედრო პილოტის ვერტმფრენი მოწინაღმდეგე დესანტმა რაკეტით აფხაზეთში ჩამოაგდეს. სიკვდილის შემდეგ ჯიმშერ მაისურაძეს ერონული გმირის წოდება და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0