საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოს ვიცე პრემიერთან დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად 9 აპრილის მემორიალთან პატივი მიაგო დაღუპული გმირების ხსოვნას.
9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდბელობის აღდგენის დღეა. 1989 წელს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილიმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია. ყოფილი მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეები საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლას მოითხოვდნენ.
9 აპრილი არის საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული და ამავდროულად მნიშვნელოვანი დღე, ამ დღეს ჩაეყარა საფუძველი საქართველოს დამოუკიდებლობას.
ტარიელ ხეჩიკაშვილმა 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
09/04/2016