სხვავისა და ფუტიეთის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

23/08/2019

სოფელ ფუტიეთში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ღია დიალოგის ფარგლებში გამოიკვეთა შიდა სასოფლო გზის პრობლემა, რომელიც იყო დავიწროებული და საჭიროებდა არსებული ბუჩქნარისა და მცირე ზომის ხეების გაკაფვას, რათა გამავალი ყოფილიფო ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის. რწმუნებულის ინიციატივით, 23 აგვისტოს დაიგეგმა მასშტაბური აქცია, მოსახლეობის და საჯარო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარეობს სოფ.სხვავისა და სოფ.ფუტიეთის შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები. დღის ბოლოს, გზა გამავალი გახდება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის, სოფლებში კი დაიდგმება სანაგვე ურნები და მუნიციპალური აიპის მიერ მოხდება ნარჩენების გატანა. აქციას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე სამხარეო ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად შეუერთდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0