სწორად დაგეგმილმა პროექტებმა ხელი შეუწყო ბიზნესის განვითარებას

04/10/2019

მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. გადასახედი მოეწყო ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორბელთან და ღვირიშის ჩანჩქერთან. შეიქმნა მურის ციხეების დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკების ქსელი. აშენდა ხვამლის მთასთან, სოფელ მრავალძალთან და ღებთან მისასვლელი გზები. სხვადასხვა მიმართულებით სწორად დაგეგმილმა პროექტებმა ხელი შეუწყო ბიზნესის განვითარებას. ბოლო ორი წლის განმავლობაში, რეგიონში ათობით საზოგადოებრივი კვების ობიექტი და 70-მდე საოჯახო სასტუმრო აშენდა. ახალი ტურისტულად მიმზიდველი ობიექტები რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ წარმატებულ მეწარმეებთან ერთად მოინახულა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფ.სადმელში 4 წელია რაც სახლი შეიძინეს ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა გუკამ და მარიამმა, წელს დაასრულეს საოჯახო სასტუმროს და გლემპინგ კოტეჯის მოწყობა და გადაწყვიტრეს, რომ 4 წლის შვილთან ერთად საცხოვრებლად რაჭაში გადმოვიდნენ, სასტუმროს ბიზნესი გააფართოვონ და მარანიც ააშენონ. არჩილ ჯაფარიძე პირადად გაეცნო მათ საქმიანობას, მხარდაჭერა გამოუცხადა და სამომავლო პერსპექტივებზე მათთან ერთად იმსჯელა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0