სუფსა-წყალწმინდის შემოვლითი გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

23/06/2023

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს საავტომობილო გზების დეპარატმენტი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის სუფსა-წყალწმინდის შემოვლითი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. სუფსა-წყალწმინდის დამაკავშირებელ გზაზე, პროექტის შესაბამისად, 5,5 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კერძოდ, რეაბილიტირდა გზის სავალი ნაწილი, იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდა არსებული ხელოვნური ნაგებობები, ეწყობა მიერთებები და მოედნები.
გზის რეაბილიტაციის შემდეგ, მჭიდროდ დასახლებული სოფლები უსაფრთხო და კომფორტული გზით დაუკავშირდება ერთმანეთს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0