სუფთა ჰაერი არის წინაპირობა იმის, რომ საქართველოში გარემო კიდევ უფრო დავიცვათ

20/12/2018

ჰაერის კონტროლი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სენსიტიური საკითხია. წელს გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები – დავიწყეთ კონტროლი მძიმე მეტალების შემცველობებზე. ამ კუთხით, მონიტორინგის სისტემა კიდევ უფრო გაუმჯობესდება. სუფთა ჰაერი არის წინაპირობა იმის, რომ საქართველოში გარემო კიდევ უფრო დავიცვათ. ჰაერის თემაზე ხშირია სპეკულირება – ჩვენ გვხვდება ჰაერში ისეთი ტიპის დამაბინძურებლები, რომელიც უკავშირდება გაუმართავ ტრანსპორტს, მტვერს და ა.შ. ამ კუთხით ღონისძიებები კომპლექსურია. ჰაერის მონიტორინგი კიდევ უფრო გაუმჯობესდება და მომავალი წლიდან მოსახლეობას ექნება ახალ ვებ-პორტალზე წვდომის საშუალება, რომელიც მისცემს მათ მცირე დროში, ობიექტური ინფორმაციის მიღების საშუალებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0