სუს-ი ჩვენი პარტიის წევრებს აიძულებს, ტელეკამერების წინ დატოვონ პარტიის რიგები

22/08/2016

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აძლიერებს ზეწოლას პარტიის წევრებზე და აიძულებს მათ ტელეკამერების წინ დატოვონ პარტიის რიგები, – ამის შესახებ მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, იგი მადლიერია სუს-ის, რადგან მათი მუშაობის შედეგად ორგანიზაციას ტოვებენ სუსტი ადამიანები და რჩებიან მხოლოდ ძლიერები.

”ეს ის ძლიერი ძალაა, რომელიც აშინებს ხელისუფლებას და რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, ახალი პლატფორმა ახალი ძალებით განაგრძობს ბრძოლას არჩევნებში და საბოლოო მზადებას იწყებს. მისივე თქმით, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი საქართველოს მალე მაჟორიტარობის ყველა კანდიდატს გააცნობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0