სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე იოსებ გოგაშვილს ფარული მიყურადების კურირება აქვს დავალებული

10/04/2016

ირაკლი ალასანიას განცხადებით, სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე იოსებ გოგაშვილს ფარული მიყურადების კურირება აქვს დავალებული. როგორც ალასანიამ განაცხადა, ამის შესახებ მას კონკრეტული ინფორმაცია აქვს.

“დაფიქრების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ფარული თვალთვალის და მიყურადების ობიექტი ვარ, რადგან ამის ანალიტიკურ ინფორმაციასაც და კონკრეტულსაც ვფლობთ, რომ სამწუხაროდ, უსაფრთხოების სამსახურში ხელმძღვანელის მოადგილე, გოგაშვილი არის ჩართული ამ ყველაფერში. მას დავალებული აქვს ამგვარი საკითხების კურირება, ზუსტად ისე, როგორც ეს მესხელს ჰქონდა სააკაშვილის დროს. სუს-ს პოლიტიკური პოლიციის ფუნქცია აქვს შეთავსებული. მე პირდაპირ ვიტყვი, რომ ვიდრე ხელისუფლებაში არ მოვა ძალა, რომელსაც ამის აღკვეთის პოლიტიკური ნება ექნება ეს ვერ დამთავრდება”, – განაცხადა ალასანიამ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0