სუს-ის წარმომადგენლები ესპანეთის პოლიციის ატაშეს შეხვდნენ

20/05/2017

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in this site default language. You may click one of the links to switch the site language to another available language.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი მელანო ფანჯავიძე და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ესპანეთის სამეფოს პოლიციის ატაშეს ანტონიო კუბელს შეხვდნენ.
საუბარი შეეხო უსაფრთხოების კუთხით არსებულ საერთო გამოწვევებს და საფრთხეებს. მხარეებმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოსა და ესპანეთის სამეფოში არსებული მექანიზმები, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0