ზვიად კვაჭანტირაძის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს პარლამენტს აუცილებლად სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური წარუდგენს. ამასთან, პლენარულ სხდომაზე გომელაურის მოსმენის თარიღი პარლამენტში კვლავ უცნობია. კვაჭანტირაძე ვერ აკონკრეტებს მოხერხდება თუ არა გომელაურის მოსმენა მიმდინარე კვირის სესიაზე. ამასთან დაკავშირებით დეპუტატი ამბობს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს.
„ზუსტად ვიცი ვახტანგ გომელაურის თანხმობა იმის შესახებ, რომ ანგარიშს პარლამენტის პლენარულ სხდომას თავად წარუდგენს. ის, რომ 30 მარტის სესიაზე მისი მოსმენა არ შედგა, მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატების ბრალი არ არის. ეს არის უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების ბრალიც, რომლებიც რეგულარულად არ ესწრებიან პარლამენტის სხდომებს“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.