სურსათის სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

04/07/2016

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები.
„ტემპერატურის მატების გამო, გარე ვაჭრობის ადგილებში განსაკუთრებით საშიშია მაღალი რისკის შემცველი სურსათის – ხორცის და ხორცპროდუქტების, თევზის, რძის და რძის ნაწარმის, მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა.
სურსათის ეროვნული სააგენტო გაფრთხილებთ, არასათანადო პირობებში განთავსებული სურსათი საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0