სურსათის ეროვნულ სააგენტოს ჩეხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტესტირებისა და გამოცდის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები სტუმრობენ. საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ინიციატივით მოწვეული სპეციალისტების ვიზიტის მიზანი ფიტოსანიტარული ვითარების გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვაა.
ჩეხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტესტირებისა და გამოცდის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი ჩეხეთის მცენარეთა დაცვის სამსახურს წარმოადგენს და სახელმწიფო ფიტოსანიტარული კონტროლის განმახორციელებილი ორგანოა. უცხოელმა კოლეგებმა ქართველ ფიტოსანიტარებს საკუთარ ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ბაზა გააცნეს და საქართველოში მოქმედი რეგულაციებით დაინტერესდნენ.
„მნიშვნელოვანია ჩეხი სპეციალისტების გამოცდილება საკანონმდებლო და ფიტოსანიტარიული კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით.ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებაში დაგვეხმარება“ – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ.
სამდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პროექტის შემუშავება, რომელშიც კონკრეტული რეკომენდაციები იქნება ასახული.
სურსათის ეროვნულ სააგენტოს ჩეხი ფიტოსანიტარები სტუმრობენ
26/07/2016