სურამში ქართულ -უკრაინული მეგობრობის დღესასწაული – “ლესიაობა” აღინიშნა. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, მუნიციპალიტეტისა და ხაშურში სტუმრად მყოფი უკრაინის დელეგაციების წარმომადგენლებთან ერთად, ლესია უკრაინკას ძეგლი გვირგვინით შეამკო და შეკრებილ საზოგადოებას აუწყა, რომ ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი უკვე შედგენილია და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება,რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში უკრაინის სრულუფლებიან ელჩს იგორ დოლგოვს. ლესიაობის დღესასწაული, ტრადიციულად, კონცერტით გაგრძელდა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და უკრაინის დელეგაციების წარმომადგენლები, დაბა სურამში, #3 საჯარო სკოლაშიც იმყოფებოდნენ, სადაც ღონისძიება ქართულ- უკრაინულ ენებზე გაიმართა.
სურამში ქართულ -უკრაინული მეგობრობის დღესასწაული – “ლესიაობა” აღინიშნა
29/09/2019