ყველა დედისა და მამის სურვილია, რომ მისი შვილი სხვებისაგან გამორჩეული და ნიჭიერი იყოს. თუმცა ადამიანში არსებულ რეზერვებს, მათ შორის ნიჭიერებასაც ხშირად არამხოლოდ გენეტიკა ზოდიაქოს ნიშანიც დიდწილად განაპირობებს. ამიტომ, თუკი თქვენი შვილი ქვემოთ ჩამოთვლილ ნიშნებს შორის მოხვდა, იცოდეთ, რომ იგი უზომოდ ნიჭიერი იქნება. თუმცა, რამდენად გამოავლენს თავის ნიჭსა და ტალანტს ეს მშობლებზე, მათ ხელშეწყობასა და მონდომებაზე იქნება დამოკიდებული…
ვერძი – ლიდერული თვისებების გამოხატვას თქვენი პატარა ვერძი ჩვილობის ასაკიდან დაიწყებს. ის საოცრად სიცოცხლისუნარიანი, გახსნილი და აქტიური ბავშვი იქნება. ასეთი ბავშვები ლაპარაკსა და სიარულსაც სხვებზე ბევრად ადრე სწავლობენ და ზოგადად, აოცებენ მშობლებს სიყოჩაღით. ვერძი ბავშვები ბუნებით ლიდერები არიან. ამიტომ სასურველია, ხელი შეუწყოთ მათში ამ თვისების დადებითად გამოვლინებას, ისე, რომ ამით არ განავითაროთ ეგოიზმი თქვენს პატარაში. ვერძს ყველა სხვა სიკეთესთან ერთად ეგოისტური მოტივებიც გამოაჩევს თანატოლებისგან. მიაჩვიეთ პატარა ასაკიდან იგი მოთმინებას, ტოლერანტულობას და დიპლომატიას, რაც დიდ ასაკში მისთვის წარმატების საწინდარი იქნება.
ტყუპი – პლანეტა მერკური, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, ასტროლოგიურად გონებრივ
მონაცემებსა და კომუნიკაციის ხარისხზეა პასუხისმგებელი. ამიტომ ტყუპი ბავშვები ძალზე კონტაქტურები, მრავალმხრივები, საშინლად ცნობისმოყვარები და ჰიპერაქტიურები არიან ხოლმე. თქვენი პატარა ტყუპი საუბარს ადრე დაიწყებს. მას ძალიან მოეწონება სხვადასხვა სახის თავსატეხები და გონების სავარჯიშოები. იგი ნიჭიერი, თუმცა არათანმიმდევრული და ზარმაცია. ამიტომ პატარა ასაკიდან უნდა გამოუმუშაოთ დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანის ჩვევა, თუ არ გინდათ, რომ დიდ ასაკში მას “უპასუხისმგებლოს” იარლიყი მიეკეროს.
მერწყული – ჩამოთვლილთაგან ყველაზე ნიჭიერი და ორიგინალურია. მერწყულს პლანეტა ურანი მართავს, მომავლის, პროგრესის, სიახლეების პლანეტა. ურანის გავლენით მერწყული ბავშვები მომატებული გონებრივი აქტივობით გამოირჩევიან. თუმცა ბევრია მათ შორის უცნაური ინდივიდი; ახასიათებთ არასტანდარტული საქციელი და გემოვნება. თქვენი პატარა მერწყული შესაძლებელია ბავშვობაში ენას უკიდებდეს, ეს მისი სურვილიდან გამომდინარეობს, ყველაფერი ერთად და ერთბაშად თქვას და შეიმეცნოს. ასეთ ბავშვს მცირე ასაკიდანვე თუ მიაჩვევთ პატივი სცეს საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს, დიდ ასაკში იგი ნიჭიერი და დიპლომატიური პიროვნება გაიზრდება, რომელიც ყოველთვის შეძლებს დიპლომატიურად მიაწოდოს საზოგადოებას თავისი ორიგინალური იდეები.