სულხან მახათაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

26/07/2016

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიმდინარე სამუშაოები საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილთან, გამგებლის მოადგილე თემურ ჭუმბურიძესთან და ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსებთან ერთად დაათვალიერა. გამგებელმა თავდაპირველად ნინოშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. მიმდინარე წელს ნინოშვილის ქუჩის ფასადების სრული აღდგენა-მოპირკეთება მოხდება. სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ნახევარ მილიონზე მეტი ღირებულების პროექტი სექტემბერის ბოლოს დასრულდება.
სულხან მახათაძემ საბაგირო გზების კონსტრუქციების სასაწყობე შენობა ნაგეგობაც მოინახულა. სასაწყობე მეურნების მშენებლობა სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა. თანამედროვე საბაგირო გზების ასაშენებლად განკუთვნილი კონსტრუქციები სწორედ ამ შენობაში განთავსდება. მუნიციპალიტეტის პირველი პირი ნომერ პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 საბავშვო ბაღებშიც იმყოფებოდა. აღნიშნულ ბაღებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ოთხივე საბავშვო ბაღის კაპიტალურ რემონტს ითვალისწინებს. სულხან მახათაძე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ამ წუთისთვის არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილზე დასაქმებულ მუშახელსაც გაესაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0