გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის “ახალგაზრდული დებატები ეკონომიკურ რეფორმებზე“ მონაწილეებისთვის, წყლის რესურსების მართვის მიმართულებით ინფორმაციის გაზიარების მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე სამინისტროს დარგობრივი სამსახურის წარმომადგენლებმა პროექტის მონაწილეებს საქართველოში წყლის რესურსების მართვის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს.
საუბარი შეეხო, წყლის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის საკითხებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს კანონპროექტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, კანონპროექტში ასახულ სიახლეებზე, მათ შორის სამინისტროებს შორის გამიჯნული კომპეტენციების, სააუზო მართვის სისტემის ჩამოყალიბების, წყლის გამოყენების პრიორიტეტიზაციის და სანებართვო სისტემის აღდგენის საკითხებზე.
შეხვედრის ფარგლებში, პროექტის მონაწილეებმა ღვინის ეროვნულ სააგენტოში განთავსებული ღვინის მარანი, ენოთეკა და ღვინის მუზეუმი დაათვალიერეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი „ახალგაზრდული დებატები ეკონომიკურ რეფორმებზე“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) – ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის (G4G) მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანი ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და მათი უნარების განვითარებაა.
სტუდენტები წყლის რესურსების მართვის პოლიტიკას გაეცნენ
18/07/2018