სტრასბურგის სასამართლოში ჩემი მუშაობისასას ყოველ წელს 400-მდე ახალი საქმე შემოდიოდა ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო

13/07/2018

“ჩემი საქმიანობის განმავლობაში იყო არაერთი საერთაშორისო წარმატება. მე გამოვყოფ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელსაც მე 10 წელი იურისტის რანგში ვემსახურე. ვიტყვი, რომ, როდესაც მე იქ ვმუშაობდი, იმის გამო, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვეოდა, წელიწადში ჩემს მაგიდაზე განსახილველად შემოდიოდა 300-400 და ხანდახან მეტი საქმე. 2011 წელს, მაგალითად, ეს იყო 395 ახალი საქმე, რომელთაგან 95 პროცენტი იყო დასაბუთებული. შარშან შევიდა 89 საქმე. 395-სა და 89 საქმეს შორის განსხვავებაა და ციფრები, ალბათ, თავის თავზე მეტყველებს. ამ 89 საქმიდან უმრავლესობა არის მიუღებელი, დაუშვებელი, ანუ დაუსაბუთებელი. წარმატება არის ხელშესახები და ეს სწორედ იმ რეფორმების შედეგია, რომლებიც ჩვენ ყველამ ერთად გავატარეთ და უმრავლესობა მათგანი იყო ხოლმე იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით თქვენ წინაშე წარმოდგენილი“, − განაცხადა თეა წულუკიანმა დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0