სტრასბურგის სასამართლოში ი. მერაბიშვილის საქმის ხელახალი განხილვა დღეს დაიწყო

08/03/2017

სტრასბურგის სასამართლოში ი. მერაბიშვილის საქმის ხელახალი განხილვა დღეს დაიწყო. ეს საქმე დიდ პალატას განსახილველად მთავრობის მიერ პალატის გადაწყვეტილების გასაჩივრების შედეგად გადაეცა. ამიტომაც ის იხილება მხარეების უშუალო მონაწილეობით ზეპირი სხდომის ფარგლებში, რომელიც დილით საქართველოს დროით 12 საათზე გაიხსნა.
ამ დროისათვის დასრულებულია მხარეების გამოსვლა დიდი პალატის 17 მოსამართლის წინაშე (30-30 წუთი) და გამოცხადდა შესვენება, რის შემდეგაც მხარეებს 10-10 წუთი ექნებათ კითხვებზე პასუხის გასაცემად. კითხვა-პასუხის დასრულებისთანავე, სხდომა დაიხურება. გადაწყვეტილება მოგვიანებით გამოცხადდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0