21 სექტემბრის სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გადახურვა აქტიურ ფაზაშია.
სოფელ ბოხვაურში 22 კერძო სახლი, ხოლო დაბა ლაითურში 4 საერთო საცხოვრებელი გადაიხურება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გაეცნო.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
სამუშაოების ღირებულება 205 000 ლარს შეადგენს.
სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
02/10/2016