სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას მუნიციპალიტეტი დაეხმარება

08/06/2017

გუშინ, გვიან ღამით ლაგოდეხში ძლიერმა ქარმა სამ სახლს სახურავი ახადა. სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ ზარალის დამთვლელი კომისიის წევრეთან ერთად მოინახულა და დახმარებას დაპირდა. გამგებლის თქმით, მუნიციპალიტეტი დაზარალებულ ოჯახებს სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთებაში დაეხმარება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0