ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო და დაზარალებული ოჯახები მოინახულა. მეწყერულმა პროცესებმა ათობით სახლი დააზიანა. დამეწყრილი ოჯახების მდგომარეობას სტიქიის კომისია სწავლობს. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით ინტენსიურად იწმინდება შიდა სასოფლო გზები სოფელ ქობულეთში, ლეღვაში, გვარასა და დაგვაში. 13 ერთეული სპეცტექნიკა გვიან ღამემდე იმუშავებს. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. მათი მდგომარეობა სტაბილურია. სოფელ ხუცუბანში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ამ ეტაპისთვის ენერგომომარაგება აღდგენილია. მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა წყალსადენი სისტემები. ხუცუბნის, ბუკნარისა და ციხისძირის მოსახლეობას წყალმომარაგება შეზღუდული აქვთ. უამინდობის გამო აღდგენითი სამუშაოები ვერ ხერხდება.
სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძებები გვიანობამდე გაგრძელდა
03/10/2017