წვიმის სახით მოსულმა ნალექმა, სოფლები: დურაში, ტვიბი, ესიერი და მუწდი გარესამყაროს მოწყვიტა. წაღებულია საავტომობილო და საფეხმავლო გზები. დაზიანებულია მუწდის ხიდი მდინარე მუხრაზე, დურაშის ხიდი მდინარე ჩოლშურაზე და ესიერის ხიდი მდინარე ჩოლშურზე. სოფელ საყდარში მდინარე ჩოლშურა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე და გარესამყაროს მოწყვიტა ჩიხარეშის, ჟახუნდერის და ჩოლურის თემები. რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მაქარაშვილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დილიდან ადგილზე ეცნობიან ვითარებას.
სტიქია ლენტეხის მუნიციპალიტეტში
21/08/2020