სტიქია ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში

09/07/2016

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფება, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ტეხურამ დამბა გაარღვია. დატბორილია 20_მდე საცხოვრებელი სახლი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. გამგებელთან ერთად ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები. ასევე, ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის საააგენტოს წარმომადგენლებიც.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის, რის შემდეგაც დაიწყება დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0