მედიაციის პროცესი სს რუსთავის აზოტის მენეჯმენტსა და დასაქამებულებს შორის კვლავ მიმდინარეობს. შეხვედრა შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ელზა ჯგერენაიას, პროფკავშირების ხელმძღვანელს ირაკლი პეტრიაშვილს, სს რუსთავის აზოტის გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ბურდილაძესა და დასაქმებულებს შორის დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა. სოციალური დიალოგის ფარგლებში შეთანხმების მისაღწევად და ამ ეტაპზე ზუსტდება დეტალები. სს რუსთავის აზოტის ახალმა მენეჯმენტმა შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა 330 ადამიანს. სანაცვლოდ მენეჯმენტი გათავისუფლებულ თანამშრომლებს 2 თვის ხელფასს აუნაზღაურებს და დამატებით 3 თვის განმავლობაში გასცემს კომპენსაციას 500 ლარის ოდენობით. ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავების შემთხვევაში კი განხილული იქნება უკვე გათავისუფლებული მუშა-მოსამსახურეების დასაქმების საკითხი, მათი სპეციალობისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
სს რუსთავის აზოტის საკითხზე მედიაციის პროცესი გრძელდება
06/02/2017