საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ჩოხატაურში, ყოფილი სპორტული კომპლექსის ტერიტორია დაათვალიერა და სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს სპორტული კომპლექსის მშენებლობა-რეაბილიტაციის საკითხი. სამინისტროს მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ აღნიშნული სპორტული კომპლექსის სრული რეაბილიტაციის პროექტის მომზადება მათი მხრიდან დაფინანსდება. შეხვედრის მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ, რომ პროექტის მომზადების შემდეგ შედგება მსჯელობა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების შესახებ და ამ პროცესში სპორტის სამინისტრო აქტიურად იქნება ჩართული.
სპორტული კომპლექსის სრული რეაბილიტაციის პროექტის მომზადება
11/08/2023